აი ლინკებიც:
link.ge
allshares.ge
info.ge
bin.ge
sid.myweb.ge
უცხოურ სერვერზე:
rapidshare.com
და პატარა ოპერაციის ჩატარება ჩვენი სისტემისთვის
არქივის გამოწერის შემდეგ, რა თქმა უნდა, ვაკეთებთ არქივის გახსნას. როგორც უკვე აღვნიშნე, დაგვხვდება გამშვები ფაილი სახელად Russian Phonetic Keyboard by Standfest v1[1].0 გაუშვით ფაილი, რომელსაც სულ ორი კლიკი ჭIრდება დაყენებისთვის, ბოლოს აქვს მონიშვნა გახსნას თუ არა readme ფაილი, სურვილისამებრ მოიქეცით და დააჭირეთ დამთავრებას. ამის შემდეგშევდივართ Start -> Settings -> Control Panel -> Regional and Language Options (1) -> Languages (2) -> Details (3) -> Add (4) -> "Russian" (5) ხოლო ქვედა მენიუში ვირჩევთ "Russian Phonetic by Standfest" (ქვედა მენიუ). ამის შემდეგ ყველა გამოსულ ფანჯარაზე OK. ეს ყველაფერი ნაჩვენებია სურათზე...
ამის შემდეგ, იმისთვის რომ რუსულად ვწეროთ, საჭიროა მარჯვენა ქვედა მხარეს არსებულ "ლენგვიჯ ბარში" EN შევცვალოთ RU-თი, ინგლისურად წერის სურვილის შემთხვევაში, პირიქით RU შევცვალოთ EN-ზე. ამის გაკეთება შესაძლებელია როგორც მაუსით, ასევე კლავიატურის დახმარებით, სტანდარტულად Alt+Shift კომბინაციით.
იმედი მაქვს, ყველაფერი გასაგებადაა ახსნილი, თუ რაიმე გაურკვეველია, რაც მე პირადად მეეჭვება ტოპიკს არ ვხურავ და შეგიძლიათ დასვათ შეკითხვები. თუ რამე შეცდომას იპოვით ტექსტში, ეგეც შემისწორეთ, გადახედვა მეზარება
აქვე ბარემ დავდებ ლინკს, იქნებ ამანაც ცოტათი მაინც შეამციროს უაზრო თემების რიცხვი...
P.S. ეს ყველაფერი მოქმედებს როგორცWindows XP-ზე, ასევე Vista-ზე

No comments:
Post a Comment