ამ სტატიის დაწერა მაიძულა ბოლო დროს ერთი ფრიად პატივცემული ახალგაზრდა (ჩემზე კარგა 5 წლით უფროსი) "აიტიშნიკი"-ს გაუთავებელმა ზარებმა თუ როგორ ჩართოს 15-20 კომპიუტერი ერთ ქსელში. ამ სტატიას ძალიან მშრალად დავწერ შემდეგ თუ თქვენი სურვილი იქნა განვავრცობ.
პირველ როგში იმ აუცილებელი დეტალების ჩამონათვალი, რომელიც დაგვჭირდება ქსელის გამართვაში.- კაბელი Rj-45
- ქსელის ადაპტერი (თანამედროვე ყველა კომპიუტერს მოყვება ჩაშენებული) უბრალოდ დარწმუნდით რომ მუშაობს თუ არ მუშაობს შეგიძლიათ დაამატოთ.

- კონექტორები
- ეგრეთ წოდებული "ჯეკმასტერი" და სასურველია ქსელის ტესტერი, მაგრამ ამ უკანასკნელის არ ქონა ტრაგედია არაა.
- network switch ავარჩიოთ იმის მიხედვით, თუ რამდენი კომპიუტერი გვყავს ქსელში, შესაძლებელია რამოდენიმე switch-ს ერთმანეთზე გადაბმა.
- Adsl modem პროვაიდერი მოგვაწოდებს (თუ შეიძენთ უკეთეს ეგ თქვენზეა დამოკიდებული)
თუ გვაქვს ყველა ჩამოთვლილი პუნქტი ჩვენ შეგვიძლია შეუდგეთ მუშაობას:
- მოვნიშნოთ ის ადგილი სადაც დაიდგმება Adsl modem და network switch;
- დააზუსტეთ Adsl modem მოდემიდან ყველა კომპიუტერამდე ზუსტი მანძილი (გაითვალისწინეთ კაბელს რა მიმართულებით გაიყვანთ კაბელს, ყველა მისახვევ მოსახვევი);
- კაბელი არ უნდა გადიოდეს დენის კაბელთან ერთად ეს სასტიკად აკრძალულია!!! კაბელი გაიყვანეთ ლამაზად კოხტად;
- გადაჭერით კაბელები როგორც თქვენთვის იქნება მოხერხებული.
ფერების განლაგება რომელის მიხედვით უნდა გაკეთდეს ქსელი მე ვიყენებ B სტანდარტს.
მეორე ნახატზე მოცემულია კროსოვერ კაბელის გაკეთება თუ დაგჭირდათ.
ამის შემდეგ კაბელებს ერთ მხარეს ვაერთებთ კომპიუტერზე მეორეს კი Adsl modem ან network switch-ში







No comments:
Post a Comment