Free Extended Task Manager
სტანდარტული Windows Task Manager-თან შედარებით მისი განახლებული ფორმა ძალიან მოსახერხებელია, ნებისმიერი სისტემური ადმინისტრატორი და არა მარტო ისინი თვით მომხმარებელიც კი დამეთანხმება იმაში, რომ სტანდარტული Windows Task Manager-ს აქვს ძალიან მწირი შესაძლებლობები.შემთხვევით წავაწყდი ისეთ პროგრამას, რომელიც სრულიად ცვლის სტანდარტულ Windows Task Manager და პროგრამის ფუნქციონალი ერთი-ორად იზრდება.
- პროგრამა მთლიანად ცვლის სტანდარტულ Windows Task Manager-ს;
- გრაფიკულად აჩვენებს პროცესორის, ქსელის, ოპერატიულის დეტალურ დატვირთვას;
- ასრულებს ყველა იმ ფუნქციას, რომელსაც სტანდარტულ Windows Task Manager-ი;
- მოცემული პროგრამა არის უფასო;
- ყველა dll ფაილის დათვალიერება რომელიც გაშვებულია პროცესში;
- საეჭვო პროცესი შეგიძლიათ ორჯერ დაწკაპუნებით გადაამოწმოთ googl-ში;
- შესაძლებელია გაშვებული პროცესის გამშვები ფაილის მისამართის დადგენა;
- ასევე შესაძლებელია სერვისების გაშვება და შეჩერება;
- ქსელის სრული მონიტორინგი.






No comments:
Post a Comment