ეს ოპერაციული სისტემა Backtrack არის ლინუქსის ბაზაზე, უფრო კონკრეტულად Linux Debian OS ბაზაზე.
ეს ოპერაციული სისტემა არის ლინუქსის ჰაკერული ვარიანტი რომელსაც მოყვება ყველა საჭირო პროგრამა რითაც შეგიძლია განახორციელო როგორც შეტევა ასევე შექმნა თავდაცვითი სისტემა, მაგრამ ეგ Backtrack უფრო მეტად გამოიყენება შეტევითი ხასიათის მქონე ამოცანების შესასრულებლად.
ამ სტატიის დაწერა გადავწყვიტე იმიტომ, რომ ამ ოპერაციული სისტემის დაყენება და გამართვა ცოტა სპეციფიკურია, ანუ რა ხდება როდესაც ვიწყებთ ინსტალაციას არსებობს ინსტალაციის ორი ვარიანტი, პირველი ვარიანტი ტექსტურ რეჟიმში ოპერაციული სისტემის დაყენება, რომელიც ძალიან შრომეატევადია თან ლინუქსის კარგ დონეზე მოითხოვს ცოდნას,(მე თქვენთვის რომ ვწერდი ამ სტატიას მაშინ დავაყენე მინდოდა ტექსტურ რეჟიმში დაყენებაც განმეხილა მაგრამ ჯერ დავკმაყოფილდეთ) დისკით ჩატვირთვისთანავე სისტემა გაეშვება ტექსტურ რეჟიმში root user-ით.
root@tb:~#
გრაფიკული რეჟიმი, რომ ჩავრთოთ აუცილებელია გაუშვათ xserver (ანუ გრაფიკული გარსი)
root# startx
ამის შემდეგ ჩაიტვირთება Backtrack-ის გრაფიკული გარსი, რომლიდან დაიწყებთ ინსტალაციას რის შემდეგ არანაირი განსხვავება არაა ინსტალაციის დამთავრებამდე, ინსტალაციის დამთავრების და რესტარტის შემდეგ სისტემა ისევ ჩაიტვირთება ტექსტური რეჟიმით.
Default User: root Password: toor
bt login: root
password:
აუტენტიფიკაციის გავლის შემდეგ
root@tb:~#
შემდეგ ისევ უნდა დავსტარტოთ გრაფიკული გარსი startx
ამით არ დამთავრებულა ყველაფერი Backtrack ავტომატიურად არ სტარტავს ქსელს, თანაც გრაფიკულ გარსში არ იწერება მხოლო კონსოლში უნდა გავწეროთ ip მისამართები:
root@bt:~# ifconfig eth0 192.168.1.112/24 IP address და Mask
root@bt:~# route add default gw 192.168.1.1 Gateway
root@bt:~# echo nameserver 192.168.1.1 > /etc/resolv.conf DNS server
ამის შემდეგ ნუ იფიქრებთ, რომ ყველაფერი დამთავრდა იმიტომ, რომ მხოლოდ ამის ჩაწერის შემდეგ ეს კონფიგურაცია რესტარტის შემდეგ არ იმუშავებს.
უკვე არსებული ip ცონფიგურაცია შეგიძლიათ შეცვალოთ
# nano /etc/resolv.conf Dns
# nano /etc/network/interface ip config
მარტივი რომ იყოს მე დავწერ ჩემ კომფიგურაციას
DNS:
nameserver 213.157.196.131
nameserver 213.157.196.132
nameserver 192.168.1.1
IP config:
# This file describes the network interfaces available on your system
# and how to activate them. For more information, see interfaces(5).
# The loopback network interface
auto lo
iface lo inet loopback
# The primary network interface
auto eth0
iface eth0 inet static
address 192.168.1.99
netmask 255.255.255.0
network 192.168.1.0
broadcast 192.168.1.255
gateway 192.168.1.1
# nano /etc/resolv.conf Dns
# nano /etc/network/interface ip config
მარტივი რომ იყოს მე დავწერ ჩემ კომფიგურაციას
DNS:
nameserver 213.157.196.131
nameserver 213.157.196.132
nameserver 192.168.1.1
IP config:
# This file describes the network interfaces available on your system
# and how to activate them. For more information, see interfaces(5).
# The loopback network interface
auto lo
iface lo inet loopback
# The primary network interface
auto eth0
iface eth0 inet static
address 192.168.1.99
netmask 255.255.255.0
network 192.168.1.0
broadcast 192.168.1.255
gateway 192.168.1.1
ქსელი კონფიგურაციის ნახვა შეგიძლიათ ბრძანებით
$ ifconfig
$ ifconfig -a
ქსელის კონფიგურაციას მოვრჩით ახლა საჭიროე ეს კონფიგურაცია შევინახოთ, რადგან თუ არ შევინახეთ ეს კონფიგურაცია კომპიუტერის რესტარტის შემდეგ ჩვენი კონფიგურაცია ფაქტიურად დაგვეკარგება.
# update-rc.d networking defaults
# /etc/init.d/networking restart
# sudo reboot
# update-rc.d networking defaults
# /etc/init.d/networking restart
ასევე მინდა დავწერო თუ როგორ გამოვრთოთ და ჩავრთოთ ინტერფეისი მაგალითად eth0:
#ifdown eth0 - ინტერფეისის გამორთვა
#ifuo eth0 - ინტერფეისის ჩართვა
ამის შემდეგ დროა გამოვცადოთ ჩვენი ნაშრომი და დავარესტარტოთ კომპიუტერი მოდით ესეც ბრძანებით გავაკეთოთ
# sudo reboot
თუ ყველაფერი სწორად გააკეთეთ რაც მიწერია კომპიუტერის ჩართვის მერე ინტერნეტ აუცილებლად უნდა ჩაგერთოთ.
ამის შემდეგ ისღა დამრჩენია გისურვოთ წარმატებეი ამ ოპერაციულ სისტემასთან მუშაობაში, მე პირადად ამ სისტემაზე გადმოვედი და სიახლეებს შემოგთავაზებთ ხოლმე.


No comments:
Post a Comment